წესები და პირობები

ძალაში შესვლის თარიღი: 09 იანვარი, 2019 წელი

ვინ ვართ ჩვენ

კომპანია „ვაპო“ – (შემდგომში - EVENTIKZ) ფლობს EVENTIKZ ბრენდს და ოპერირებას უწევს eventikz.com ვებ გვერდს - ონლაინ ბილეთების რეალიზაციის და ივენთ მენეჯმენტის გლობალურ პლატფორმას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უამრავ სხვადასხვა ივენთს აერთიანებს. ჩვენი მიზანია საქართველოში (და არა მხოლოდ) დაგეგმილ კონცერტებზე, ფესტივალებზე, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეალიზაცია, ასევე ღონისძიებების ორგანიზატორებისა და მონაწილეების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. eventikz.com ვებ-გვერდზე ღონისძიების განთავსება და მათზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია ხორციელდება EVENTIKZ-სა და ღონისძიების ორგანიზატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმადაც EVENTIKZ წარმოადგენს აგენტს / შუამავალს ორგანიზატორსა და ღონისძიებაზე დასწრების მსურველს / ბილეთის შემძენს შორის გთავაზობთ რა შეიძინოთ ბილეთები ორგანიზატორისგან ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით, შესაბამისად EVENTIKZ არ ახორციელებს ბილეთების შესყიდვას, არ მონაწილეობს ამა თუ იმ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის ფასის დადგენასა და დასწრებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რადგან თქვენს მიერ, EVENTIKZ ვებ-გვერდზე რეგისტრაციით, ავტორიზაციით, ვებ-გვერდისა და მომსახურების / სერვისების გამოყენებით, ბილეთის შეძენით ან შეძენის მცდელობით, თქვენ ავტომატურად აცხადებთ უპორობო თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე. EVENTIKZ უფლებამოსილია ცალმხრივად, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები წინამდებარე წესებსა და პირობებში, რაც განთავსდება eventikz.com ვებ გვერდზე. მომხმარებლის მიერ ვებგვერდის შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და დამატებებზე. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე გირჩევთ ყოველ ჯერზე, ბილეთის შეძენის წინ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს. კონფიდენციალურობასა და მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ, გთხოვთ იხილოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, რომელიც ასევე განთავსებულია ვებ-გვერდზე eventikz.com .

EVENTIKZ ინტელექტუალური საკუთრება

eventikz.com ვებ-გვერდზე და EVENTIKZ სოციალურ გვერდებზე განთავსებული ყველა ობიექტი, მათ შორის: სავაჭრო ნიშნები, ლოგოები, დიზაინის ელემენტები, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრაციები, პროგრამები, და სხვა ნებისმიერი ობიექტი წარმოადგენს EVENTIKZ საკუთრებას. იკრძალება: კონტენტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კოპირება, გადამუშავება, გავრცელება, გამოქვეყნება, ჩამოტვირთვა, გადაცემა, გაყიდვა ან ნებისმიერი სხვა სახით გამოყენება, EVENTIKZ წერილობითი თანხმობის / ნებართვის გარეშე. EVENTIKZ ვებ-გვერდზე და სოციალურ გვერდებზე სხვადასხვა მასალის განთავსებისთვის, განმთავსებელი უნდა ფლობდეს საავტორო უფლებებს მსგავს მასალებზე. EVENTIKZ გვერდებზე ნებისმიერი ასეთი მასალის განთავსების შემთხვევაში, ავტომატურად გვანიჭებთ უსასყიდლო და ექსკლუზიურ უფლებას გამოვიყენოთ, გამოვაქვეყნოთ და გავავრცელოთ ამგვარი მასალები, ნებისმიეირ სახით, ჩვენი შეხედულებისამებრ.

მომხმარებელი, მისი ასაკი, განცხადებები და გარანტიები

EVENTIKZ ვებ-გვერდით სარგებლობისათვის, მომხმარებლის ასაკი უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს 18 წელს, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭიროა მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, EVENTIKZ ვებ-გვერდით სარგებლობით და მომსახურების მიღებისას, მომხმარებელი ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ: • წარმოადგენს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან ფიზიკურ პირს ან გააჩნია კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა; • არ წარმოადგენს თაღლითობის, ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა მართლსაწინააღმდეგო და აკრძალული მოქმედების ობიექტს EVENTIKZ ან სხვა ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან; • სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოხატვის შინაარს, ათვითცნობიერებს წინამდებარე წესებისა და პირობების არსს და მათგან გამომდინარე მათ შორის სამართლებრივ შედეგებს; • მომხმარებელს გააჩნია ან მიღებული აქვს სრული უფლებამოსილება შეუზღუდავად ისარგებლოს EVENTIKZ ვებ-გვერდით და მომსახურებით და შეასრულოს წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები. • ყურადღებით გაეცნო და მისთვის სრულად მისაღებია წინამდებარე წესები და პირობები, ისევე როგორც EVENTIKZ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა; • მის მიერ წარმოდგენილი ყველ მონაცემი არის ზუსტი და უტყუარი და მისი ქმედება არ არის და არ იქნება მომავალში მიმართული EVENTIKZ ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მესამე პირის მოტყუებისაკენ; • კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად დაიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და შეასრულებს წინამდებარე წესებითა და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს. • მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ EVENTIKZ-თან განხორციელებული სატელოფონო კავშირის (როგორც შემავალი, ისე გამავალი ზარები) დროს მხარეთა შორის საუბარი ჩაწერილ იქნას EVENTIKZ მიერ და გამოყენებულ იქნას როგორც მომსახურების გაუმჯობესების, ისე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. • აღნიშნული განცხადებების და გარანტიების დარღვევის შემთხვევაში, EVENTIKZ გააჩნია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სრული უფლებამოსილება, მომხმარებელი თანახმაა EVENTIKZ აუნაზღაუროს და დაიცვას EVENTIKZ ნებისმიერი ზარალისგან, საჩივრისგან, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი ხარჯისგან, იურიდიული პროცესებისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამგვარი დარღვევის შედეგად.

EVENTIKZ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია

eventikz.com ვებ-გვერდზე რეგისტრაცია გახლავთ უფასო. EVENTIKZ ვებ-გვერდზე რეგისტრაციისთვის თქვენ გაქვთ ორი ალტერნატივა, მომხმარებელმა ან უნდა მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი ან განახორციელოს რეგისტრაცია Facebook-ის პროფილით. მომხმარებლის მიერ პირველი ვარიანტის (ელექტრონული ფოსტა და პაროლი) არჩევის შემთხვევაში, რეგისტრაციის შემდგომ, თქვენ უნდა გაააქტიუროთ თქვენი პროფილი თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოგზავნილ ბმულის მეშვეობით. რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდგომ, ჩვენს ვებგვერდზე ყოველი ავტორიზაციისთვის, გთხოვთ გამოიყენოთ თქვენ მიერ რეგისტრაციისას მითითებული ელექტრინული ფოსტის მისამართი და პაროლი. გთხოვთ გაუფრთხილდეთ და არ გადასცეთ მესამე პირებს თქვენი პაროლი. თქვენ პასუხისმგებელნი ხართ EVENTIKZ ვებ-გვერდზე განხორციელებულ ანგარიშსწორებასა და ნებისმიერი ინფორმაციის განთავსებაზე თქვენი პროფილის სხვა პირების მიერ გამოყენების შემთხვევაშიც კი. თქვენ, როგორც მომხმარებელი, კისრულობთ ვალდებულებას დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში. დაუშვებელია მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას არასწორი პირადი და სხვა ინფორმაციის მითითება. იმ შემთხვევაში თუკი თქვენს მიერ არასწორი ინფორმაცია იქნა მითითებული, რეგისტრაციის შემდგომ ნებისმიერ დროს, ავტორიზაციის შემდეგ, შეგიძლიათ დააკორექტიროთ ნებისმიერი ინფორმაცია თქვენს პროფილში. მომხმარებელი ვალდებულია და შესაბამისად უმორჩილესად გთხოვთ თქვენს მიერ მითითებულ პირად მონაცემებში ნებისმირი ცვლილების შემთხვევაში, მოახდინოთ EVENTIKZ ვებ-გვერდზე ახალი, მართებული ინფორმაციის მითითება / კორექტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში EVENTIKZ იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას და არასწორი ინფორმაციის მითითებით ან/და შეცვლილი მონაცემების არ მითითებით გამოწვეულ ნებისმიერ შედეგზე და ზიანზე სრულად პასუხისმგებელია მომხმარებელი. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და შესაბამისად ანიჭებს EVENTIKZ-ს სრულ უფლებამოსილებას, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი წყაროდან გამოვითხოვოთ და მივიღოთ თქვენს შესახებ ნებისმიერი მათ შორის პერსონალური ინფორმაცია, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და სახელშეკრულებო უფლებების და ვალდებულებების შესრულების მიზნით. EVENTIKZ ვეგ-ბგვერდზე რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციის შევსების, წესებსა და პირობებზე, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე დათანხმების შემდეგ, თქვენ, თქვენს მიერვე მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ შეტყობინებას / დასტურს და გთხოვთ მიჰყვეთ შეტყობინებაში მითითებულ შემდგომ ინსტრუქციებს რეგისტრაციის წარმატებით დასრულების მიზნით. რეგისტრაციის შემდგომ, ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ ეწვიოთ თქვენს პროფილს, სადაც გთხოვთ შეიყვანოთ თქვენს შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია, რაც თქვენს უკეთესად მომსახურებაში დაგვეხმარება. თქვენი პროფილის მეშვეობით თქვენ ასევე შეგიძლიათ: • დაარედაქტიროთ თქვენს მიერ მითითებული პირადი ინფორმაცია; • ნახოთ თქვენს მიერ შეძენილი ბილეთების და შესაბამისად გადახდების ისტორია; • შეამოწმოთ გადახდების სტატუსი; • სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, გამოცვალოთ პაროლი; • ჩართოთ ან პირიქით გამორთოთ შეტყობინებები; • ისარგებლოთ სხვა მრავალი მომსახურებითა და ფუნქციებით, რასაც EVENTIKZ მუდმივად შემოგთავაზებთ; მნიშვნელოვანი ინფორმაცია: EVENTIKZ არ ფლობს ინფორმაციას და არ მიუწვდება ხელი მომხმარებლის მიერ ვეგ-გვერდზე ბილეთების შეძენისას გამოყენებული საბანკო ბარათების ისეთი მონაცემების შესახებ, როგორიცაა ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, ბარათის უსაფრთხოების კოდი და სხვა. EVENTIKZ ვებ-გვერდზე განთავსებულ ამა თუ იმ ღონისძიებას გააჩნია მასთან დაკავშირებული კონკრეტული წესები და პირობები, რომელთაც მივუთითებთ და შესაბამისად შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე შესაბამისი ღონისძიების ველში. ღონისძიების კონკრეტული წესები და პირობები სარგებლობს უპირატესი ძალით და შესაბამისად, კონკრეტული ღონისძიების პირობები ჩაენაცვლება წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ ნებისმიერ მასთან შეუთავსებელ პირობას.

ბილეთის შეძენა, დაბრუნება, გაუქმება, თანხის დაბრუნება

eventikz.com ვებ-გვერდზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე რეგისტრაციის, ხოლო უკვე რეგისტრირებული მომხმარებლების შემთხვევაში, ავტორიზაციის შედეგად. ბილეთის შესაძენად პირველ რიგში გთხოვთ აირჩიოთ სასურველი ღონისძიება, ბილეთის კატეგორია, ამის შემდგომ გადადით გადახდის გვერდზე და შეიყვანეთ საბანკო ბარათის მონაცემები. გადახდის დადასტურების შემდეგ მიიღებთ ელექტრონულ QR კოდირებულ ბილეთს, რომელიც ძალაშია 1 საათის განმავლობაში, თქვენ შეგიძლიათ ან ამობეჭდოთ ან დაიმახსოვროთ თქვენს მიერ შეძენილი ბილეთები თქვენს მობილურ ტელეფონში. პარალელურად გადახდის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, სადაც მითითებული იქნება ბმული, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ თქვენს მიერ შეძენილ ბილეთებზე წვდომა. ასევე თქვენ გაქვთ თქვენს მიერ შეძენილ ბილეთებზე წვდომის შესაძლებლობა თქვენი პროფილის მეშვეობით. ბილეთის წარმატებით შეძენის დადასტურება შესაძლებელია ასევე მიიღოთ თქვენს მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზეც მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. ბილეთის შეძენის პროცესი ჩაითვლება დასრულებულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებლის საბანკო ბარათიდან განხორციელდება თანხის ჩამოჭრა და თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ ჩვენს მიერ გამოგზავნილ დასტურს და ბილეთის უნიკალურ კოდს. გთხოვთ, ყურადღებით შეინახოთ ბილეთის უნიკალური კოდი. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ მისი სხვა პირისთვის გადაცემა ან/და საჯაროდ გამოქვეყნება. ჩვენ ყოველთვის სრულად და გამჭვირვალედ მივუთითებთ როგორც ბილეთის, ისე მომსახურების და ტრანზაქციის საკომისიოს და მათ ჯამურ ოდენობას, ღირებულების გადახდამდე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკუთრივ ბილეთის ღირებულება ეკუთვნის ორგანიზატორს, ხოლო მომსახურების და ტრანსაქციის საკომისიო არის ცალკეული გადასახადი და თქვენს მიერ გადასახდელი ჯამური თანხა წარმოადგენს ბილეთის ნომინალური ღირებულებისა და მომსახურებისა და ტრანზაქციის საკომისიოს ჯამს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ EVENTIKZ მიერ მითითებული საკომისიო მოიცავს დღგ–ს. გამომდინარე იქიდან, რომ EVENTIKZ წარმოადგენს აგენტს / შუამავალს ორგანიზატორსა და ღონისძიებაზე დასწრების მსურველს / ბილეთის შემძენს შორის გთავაზობთ რა შეიძინოთ ბილეთები ორგანიზატორისგან ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით და არ ვანხორციელებთ ბილეთების შესყიდვას ორგანიზატორისგან, ბილეთის ნომინალური ღირებულების დღგ-ს ანგარიშფაქტურის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ორგანიზატორს. EVENTIKZ ვებგვერდზე ბილეთების შეძენისას, ყოველი გადახდის წარმატებით დასრულების შემდგომ, მიიღებთ ვირტუალურ მონეტებს (ვირტუალური მონეტების ოდენობა დამოკიდებულია თქვენს მიერ დახარჯულ თანხაზე), მონეტები აისახება ჩვენს ვებგვერდზე თქვენს პროფილში და მათი მეშვეობით შეგეძლებათ ბილეთის შეძენა. ზოგ შემთხვევაში, ორგანიზატორის მიერ, შესაძლებელია დაწესდეს ღონისძიებაზე დასასწრებ პირთა ასაკობრივი შეზღუდვა. აღნიშნული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ვებ-გვერდზე, შესაბამისი ღონისძიების ველში. თუ თქვენი ასაკი არ შეესაბამება დაწესებულ ასაკობრივ შეზღუდვას, გთხოვთ ნუ განახორციელებთ ასეთ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის შეძენას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ შეგექმნებათ ღონისძიებაზე დასწრების პრობლემა, EVENTIKZ თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან და გადახდილი თანხები არც ერთ შემთხვევაში არ ექვემდებარება დაბრუნებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ EVENTIKZ არც ერთ შემთხვევაში არ არის ვალდებული დაიბრუნოს გაყიდული ბილეთები. EVENTIKZ არც ერთ შემთხვევაში არ არის ვალდებული გააუქმოს შეძენილი ბილეთი ან/და დაუბრუნოს მომხმარებელს შეძენილი ბილეთის საფასური, რადგანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, EVENTIKZ წარმოადგენს აგენტს / შუამავალს ორგანიზატორსა და ღონისძიებაზე დასწრების მსურველს / ბილეთის შემძენს შორის, გთავაზობთ რა შეიძინოთ ბილეთები ორგანიზატორისგან ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით, შესაბამისად EVENTIKZ არ ახორციელებს ბილეთების შესყიდვას, არ მონაწილეობს ამა თუ იმ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის ფასის დადგენასა და დასწრებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბილეთების და თანხის დაბრუნების წესებისა და პირობების განსაზღვრაში. შესაბამისად მომხმარებელი სრულად ათვითცნობიერებს, რომ EVENTIKZ წარმოადგენს შუამავალს ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის და გადაწყვეტილებას ბილეთების გაუქმებასა და თანხის დაბრუნებაზე იღებს ორგანიზატორი. ორგანიზატორი განსაზღვრავს და ადგენს ამა თუ იმ ღონისძიებაზე ბილეთების გაუქმების და თანხის დაბრუნების წესს. შესაბამისად EVENTIKZ განათავსებს აღნიშნულ წესებს თქვენი უკეთესად და დეტალურად ინფორმირებისთვის დამატებით, ღონისძიების ველში. თანხის დაბრუნების გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზატორი. ორგანიზატორის მიერ თანხის დაბრუნებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მომხმარებელს უბრუნდება მხოლოდ ბილეთის საფასური და არც ერთ შემთხვევაში შეძენისას გადახდილი მომსახურების და ტრანზაქციის საკომისიოები. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, EVENTIKZ და მომხმარებელი ერთმნიშვნელოვნად ვთანხმდებით, რომ EVENTIKZ ვებ-გვერდზე ბილეთების შესაძენად დადგენილი საკომისიოები არც ერთ შემთხვევაში არ ექვემდებარება დაბრუნებას. იმ შემთხვევაში თუ ორგანიზატორი მიიღებს თანხის დაბრუნების შესახებ დადებით გადაწყვეტილებას და თანხის დაბრუნება ტექნიკურად ჩვენი კომპანიის საშუალებით ხდება, დასაბრუნებელ თანხას, ზემოთხსენებული მომსახურების და ტრანზაქციის საკომისიოების გარდა, გამოაკლდება ასევე თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კერძოდ ბანკის მიერ დადგენილი თანხის გადარიცხვის საკომისო. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი, ნებისმიერი მიზეზით, გააუქმებს თქვენს მიერ შეძენილ ბილეთს და მის ნომინალურ ღურებულებას დაუბრუნებს EVENTIKZ-ს, აღნიშნული თანხა დაგიჯდებათ ვებგვერდზე თქვენს ბალანსზე, საიდანაც შეძლებთ თანხის განკარგვას ნებისმიერი სხვა ბილეთის შესაძენად ან თქვენივე პროფილიდან შეგიძლიათ მოითხოვოთ თანხის თქვენთვის გადმორიცხვა. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, ჩვენი ვებ-გვერდით და მომსახურებით სარგებლობით, თქვენ ათვითცნობიერებთ და ადასტურებთ, რომ:
• დაუშვებელია ბილეთის უნიკალური კოდის მესამე პირთათვის გადაცემა, საჯაროდ გამოქვეყნება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია თქვენი ბილეთით ისარგებლოს სხვამ;
• აკრძალულია ბილეთების შეძენა, მათი შემდგომი რეალიზაციის (გადაყიდვის) მიზნით;
• აკრძალულია შეძენილი ბილეთების გაყიდვა;
• თუ ჩვენ აღმოვაჩენთ შეძენილი ბილეთების შემდგომი რეალიზაციის ფაქტს ან/და საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს იმისა, რომ თქვენს მიერ ხორციელდება უკვე შეძენილი ბილეთების გაყიდვა ან/და შეძენა ხორციელდება ბილეთების შემდგომი გაყიდვის მიზნით, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გავაუქმოთ ბილეთები და მათი უნიკალური კოდები ან/და ასეთ მომხმარებელს არ მივცეთ ჩვენს ვებ-გვერდზე ბილეთების შეძენის საშუალება;
• შეძენილი ბილეთი შეგიძლიათ ამობეჭდოთ ან/და შეინახოთ ელექტრონულად;
EVENTIKZ ვიტოვებთ უფლებას არ მივცეთ მომხმარებელს ჩვენს ვებ-გვერდზე ბილეთის შეძენის საშუალება ან/და გავაუქმოთ ტრანზაქცია და შეძენილი ბილეთების უნიკალური კოდები იმ შემთხვევაში, თუ შეძენა ხორციელდება ან/და განხორციელდა წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევით, თუ მომხმარებელი ეჭვმიტანილია ნებისმიერი სახის, მათ შორის პლასტიკური ბარათებით ტრანზაქციებთან დაკავშირებულ თაღლითობაში. მომხმარებლის მიერ არასწორი პირადი და სხვა მონაცემების მითითების შემთხვევაში, ასევე თუ ჩვენსა და მომხმარებელს შორის მიმდინარეობს სამართლებრივი დავა;

პასუხისმგებლობის გამორიცხვა

EVENTIKZ არ არის პასუხისმგებელი ზარალზე ან ზიანზე, რომელიც მიადგა მომხმარებლის მონაცემებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, კომპიუტერს ან/და სხვა მოწყობილობებს მომხმარებლის მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი ზარალის მიზეზი არის EVENTIKZ განზრახ ქმედება. EVENTIKZ არ არის პასუხისმგებელი არანაირ ვირუსზე, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მომხმარებლის მოწყობილობებს, შესაბამისად მომხმარებელმა თავად უნდა მიიღოს შესაბამისი და საჭირო უსაფრთხოების ზომები. EVENTIKZ არ არის პასუხისმგებელი, თუ მიადგა ზიანი მომხმარებლის ან სხვა მესამე პირის კომპიუტერს ან/და მობილურ მოწყობილობას, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდიდან ან ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულის გამოყენებით ნებისმიერი სახის ინფორმაციის ან/და პროგრამის ჩამოტვირთვისას. EVENTIKZ არ არის პასუხისმგებელი დეფექტებზე, შეცდომებზე, შეწყვეტებსა და დაყოვნებებზე მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემისას, საკომუნიკაციო საშუალებების გაუმართაობაზე, მომხმარებლის მასალების არასანქცირებულ წვდომაზე, მოპარვასა და განადგურებაზე. კომპიუტერული სისტემების, სერვერების, პროვაიდერების, კომპიუტერული ან სატელეფონო მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის, ელექტრონული ფოსტის სერვისების ტექნიკურ გაუმართაობაზე ან ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკურ პრობლემებზე. EVENTIKZ არ ამოწმებს მომხმარებლის ან/და მესამე პირების ინფორმაციას, მათ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციის სრულფასოვნებას და უტყუარობას. EVENTIKZ პასუხს არ აგებს მომხმარებლებისა ან/და მესამე პირების ვებგვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე. eventikz.com ვებგვერდი ან/და მისი რომელიმე სერვისი შესაძლოა გახდეს მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი EVENTIKZ მიერ პროფილაქტიკური ღონისძიების გატარების ან ნებისმიერი სხვა ტექნიკური მიზეზით. EVENTIKZ აქვს უფლება გაატაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების ან/და თანხმობის გარეშე. შესაბამისად EVENTIKZ არ იძლევა ვებ-გვერდის უწყვეტად მუშაობის გარანტიას და არ აგებს პასუხს შესაძლო ტექნიკურ ხარვეზებზე. EVENTIKZ პასუხს არ აგებს ორგანიზატორთა და სხვა მესამე პირთა ქმედებებზე და მათ ვებ-გვერდებზე განთავსებულ იფნროამციაზე და თუ მესამე პირთა მიერ განხორციელდა უკანონო წვდომა მომხმარებლის მონაცემებზე. EVENTIKZ არ აკონტროლებს მესამე პირთა, მათ შორის ორგანიზატორთა მიერ მოწოდებულ და ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას. შესაბამისად არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის უტყუარობაზე და ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას წვდომის შეფერხების და ვებ-გვერდის გამოყენების, მასზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის და ვებ-გვერდის საშუალებით გადაცემული მონაცემების გამოყენების გამო. EVENTIKZ ვებ-გვერდით და სერვისებით სარგებლობით თქვენ უპირობოდ გვათავისუფლებთ ჩვენ ნებისმიერი და ყველა პასუხისმგებლობისგან.

დასკვნითი დებულებები

EVENTIKZ უფლებას იტოვებს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, მისი შეხედულებისამებრ, პერიოდულად შეცვალოს, დაამატოს ან/და წაშალოს მის ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია. EVENTIKZ პასუხს არ აგებს მესამე პირთა ვებ-გვერდების შინაარსზე, თუნდაც ასეთ ვებ-გვერდებთან დამაკავშირებელი ბმული შესაძლოა განთავსებული იყოს ჩვენს ვებ-გვერდზე. წინამდებარე წესებსა და პირობებში ცვლილებებისა და განახლებების შემთხვევაში, განახლებული წესები და პირობები განთავსდება eventikz.com ვებ გვერდზე და განვაახლებთ ცვლიბებისა და დამატებების ძალაში შესვლის თარიღს წინამდებარე წესებისა და პირობების დასაწყისში. გირჩევთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, აღნიშნული წესები და პირობები, ისევე როგორც ნებისმიერი ცვლილება და დამატება ძალაშია ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე. ამა თუ იმ ღონისძიებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზატორი. EVENTIKZ ღონისძიებებს ვებ-გვერდზე ათავსებს ორგანიზატორის სურვილით და დავალებით. ღონისძიებასთან დაკავშირებულ წესებსა და პირობებს განსაზღვრავს თავად ორგანიზატორი, შესაბამისად ღონისძიების გაუქმების, გადადების, მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და ნებისმიერი ცვლილების, ასევე კონკრეტული ღონისძიების წესებისა და პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებელს მოთხოვნის უფლება წარმოეშვება ღონისძიების ორგანიზატორის და არა EVENTIKZ-ის მიმართ. ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, EVENTIKZ იტოვებს უფლებას, შეწყვიტოს ან/და დროებით შეზღუდოს ვებ-გვერდზე მომხმარებლის დაშვება და შეწყვიტოს ან/და შეზღუდოს მისი სერვისებით სარგებლობა, ისევე როგორც გააუქმოს მომხმარებლის ბილეთი, რის შედეგადაც შეუძლებელი იქნება მომხმარებლის ღონისძიებაზე დასწრება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებისა და პირობების ნებისმიერ დებულებას და არ ასრულებს ან/და არღვევს წინამდებარე წესებითა და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს. წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე დებულების ბათილობა არ იწვევს სხვა დებულებათა ბათილობას და ამ შემთხვევაში წინამდებარე წესები და პირობები ძალაშია ბათილი დებულების გარეშე. მხარეთა შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოებისა და დავის შემთხვევაში, მხარეები უპირატესობას ვანიჭებთ დავის ურთიერთმოლაპარაკების და ურთიერთშეთანხმების გზით გადაწყვეტას. ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კონტაქტი

ნებისმიერი საეჭვო გარემოების არსებობის, ჩვენი კომპანიის სახელით თქვენი პირადი მონაცემების მოთხოვნის, ჩვენი კომპანიის ყალბი ვებ-გვერდის აღმოჩენის ან წინამდებარე წესებისა და პირობების შესახებ კითხვებისა და კომენტარების არსებობის, რეგისტრაციისას ან/და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების დროს ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

EVENTIKZ
Oniashvili Str. 34 | Second Floor | Georgia, Tbilisi
Tel: +995 32 233 60 60
website | Telegram | map | email
Facebook instagram