პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

ძალაში შესვლის თარიღი: 17 ოქტომბერი, 2018 წელი

კომპანია „ვაპო“– (შემდგომში - EVENTIKZ) ფლობს EVENTIKZ ბრენდს და ოპერირებას უწევს https://eventikz.com ვებ-გვერდს.

წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს ჩვენს მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შეგროვების, გამოყენებისა და გამჟღავნების წესებს. პერსონალური ინფორმაცია მოგვეწოდება რეგისტრაციისას და ჩვენი ვებ-გვერდით და მომსახურებით სარგებლობისას. თქვენს შესახებ ჩვენთან დაცული ინფორმაციის ასლის მოთხოვნა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. ასლის მისაღებად, მოგვწერეთ მისამართზე info@eventikz.com.

მონაცემთა შეგროვება და დამუშავება

ჩვენ ვაგროვებთ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, სხვადასხვა მიზნებისთვის რათა მოგაწოდოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისი. თქვენ აცხადებთ თანხმობას და ვალდებული ხართ მოგვაწოდოთ ზუსტი და უტყუარი მონაცემები, ხოლო მონაცემთა ცვლილებისთანავე მიუთითოთ განახლებული მონაცემები.     
თქვენს მიერ, ჩვენი ვებ-გვერდის და მომსახურების / სერვისების გამოყენებით, ბილეთის შეძენით ან შეძენის მცდელობით, თქვენ აცხადებთ თანხმობას პერსონალური ინფორმაციის შეგროვებაზე, შენახვასა და მონაცემთა დამუშავებაზე. თანახმა ხართ და შესაბამისად გვაძლევთ უფლებას თქვენი პერსონალური მონაცემები, ჩვენს მიერ, გამოყენებულ იქნას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, სერვისის უზრუნველსაყოფად და მომსახურების გასაუმჯობესებლად. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენს შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. 
ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, პირდაპირ მარკეტინგად არ მიიჩნევა და მომხმარებელი არ იქნება უფლებამოსილი EVENTIKZ მოსთხოვოს სხვადასხვა სარეკლამო და საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა, თუ აღნიშნული  შეტყობინებები მომხმარებელს მიეწოდება უშუალოდ EVENTIKZ მომსახურების წერტილებში (მაგ. ფესტივალები, კონცერტები და სხვადასხვა ღონისძიებები, სადაც წარმოდგენილია EVENTIKZ, ჩვენი სარეკლამო ბანერები, ფლაერები და სხვა) ან EVENTIKZ კუთვნილ (EVENTIKZ-თან ასოცირებულ) ელექტრონულ არხებში (მათ შორის EVENTIKZ ვებ-გვერდები, სოციალური გვერდები, მობილური აპლიკაციები, ნებისმიერი დისტანციური მომსახურების არხები და სხვა. 

პერსონალური ინფორმაცია

ჩვენი ვებ-გვერდის / სერვისის გამოყენების პროცესში, შეიძლება მოთხოვნილ იქნას გარკვეული სახის პირადი და საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დაკავშირების ან იდენტიფიცირების მიზნით. ასეთი სახის პერსონალური ინფორმაცია მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

სახელს და გვარს

ელექტრონულ ფოსტას

ტელეფონის ნომერს
Cookies და ვებ-გვერდის გამოყენების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას 

ვებ-გვერდის გამოყენებისას მონაცემების შეგროვება

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ხდება ჩვენი ვებ-გვერდის/სერვისის გამოყენება. ეს მონაცემები შეიძლება იყოს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ინტერნეტის პროტოკოლის მისამართი (IP მისამართი), ბრაუზერის ტიპი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი მომსახურების გვერდები რომლებსაც ეწვიეთ, თქვენი ვიზიტის დრო და თარიღი, კონკრეტული გვერდების გამოყენების ხანგრძლივობა, მოწყობილობათა უნიკალური იდენტიფიკატორები და სხვა მონაცემები.

თრექინგი და Cookies მონაცემები

ჩვენი ვებ-გვერდის მოხმარების და თქვენი აქტივობის შესახებ ინფორმაციას ვაგროვებთ "cookies" ფაილების და სხვა მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით. 

"Cookies" არის მცირე ზომის, უნიკალური ანონიმური იდენტიფიკატორების შემცველი ფაილები, რომლებიც იგზავნება და ინახება თქვენს მოწყობილობებზე იმ ვებ-გვერდების მიერ, რომლებსაც სტუმრობთ. "Cookies" გარდა, ინფორმაციის შესაგროვებლად, ანალიზისა და სერვისების გასაუმჯობესებლად გამოიყენება ტაგები, სკრიპტები და სხვა თრექინგ ტექნოლოგიები.
თქვენ, ბრაუზერის მეშვეობით, შეგიძლიათ უარი თქვათ "Cookies" ფაილების გამოყენებაზე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში ვერ შეძლებთ ჩვენი ვებ-გვერდით და სერვისებით სრულყოფილად სარგებლობას.

ჩვენს მიერ გამოყენებული „Cookies“ მაგალითები:
Session Cookies: გამოიყენება ჩვენი სერვისების ოპერირებისთვის. 

Preference Cookies: გამოიყენება სხვადასხვა პარამეტრებისა და თქვენი პრეფერენციების დასამახსოვრებლად. 

Security Cookies:  გამოიყენება უსაფრთხოების მიზნებისთვის.

მონაცემთა გამოყენება

ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ და გვაძლევთ უფლებას ჩვენს მიერ შეგროვებული მონაცემები გამოვიყენოთ სხვადასხვა მიზნობრიობით:
ვუზრუნველყოთ ეფექტური მომსახურება / დავხვეწოთ და განვავითაროთ სერვისები;
მოგაწოდოთ ინფრორმაცია მომსახურების ცვლილებების შესახებ;
მოგცეთ ჩვენი სერვისების ინტერაქტიულ ფუნქციებში მონაწილეობის საშუალება;

ვუზრუნველყოთ მომხმარებელზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა;

ვუზრუნველყოთ სხვადასხვა ინფორმაციის ანალიზი სერვისების გაუმჯობესების მიზნით;
ვაწარმოოთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობის ეფექტური მონიტორინგი;
აღმოვაჩინოთ, გავასწოროთ და თავიდან ავიცილოთ ტექნიკური ხარვეზები;

პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის;

მონაცემების გადაცემა 

თქვენი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია, შეიძლება გაგზავნილ იქნას თქვენი ქვეყნის ან რეგიონის ფარგლებს გარეთ განთავსებულ სხვადასხვა მოწყობილობებზე, სადაც შესაძლებელია მოქმედებდეს მონაცემთა დაცვის განსხვავებული კანონმდებლობა.
თუ თქვენ იმყოფებით საქართველოს ფარგლებს გარეთ და გვაწვდით ინფორმაციას, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ მონაცემებს, მათ შორის პერსონალურ ინფორმაციას, ვაგზავნით და ვამუშავებთ საქართველოში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი თანხმობა წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე, გვაძლევს ასეთი ტიპის ინფორმაციის გამოყენების / დამუშავების უფლებას.
მომხმარებელი გვანიჭებს უპირობო უფლებას, დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე: 
გადავცეთ ან/და გავუმჟღავნოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მომხმარებელთა შესახებ, მომხმარებლის მიერ ნებადართულ პირებს, EVENTIKZ პარტნიორ კომპანიებს, შვილობილ და მონათესავე საწარმოებს, EVENTIKZ მომწოდებლებს, მარკეტინგულ და პარტნიორ ორგანიზაციებს, მათ მიერ სხვადასხვა პროდუქციისა და მომსახურების შემოთავაზების მიზნით, სხვადასხვა ანგარიშების, კვლევების ან/და პრეზენტაციების მოსამზადებლად და სადემონსტრაციოდ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე თაღლითობის ან სხვა დანაშაულის გამოსავლენად ან/და პრევენციისთვის. გადავცეთ ან/და გავუმჟღავნოთ მომხმარებელთა შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია შპს „საქართველოს ფოსტას“ (ან/და სხვა მსგავსი საქმიანობის მქონე სუბიექტს) მომხმარებლებთან კომუნიკაციის მიზნით. EVENTIKZ არ აგებს პასუხს მსგავსი მესამე პირების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე.
თუ არ გსურთ მესამე პირების დაკავშირება, მოგვწერეთ მისამართზე info@eventikz.com. 

მონაცემთა გამჟღავნება / ლეგალური მოთხოვნები

EVENTIKZ-ს შეუძლია თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება / გამოქვეყნება, თუ არსებობს დასაბუთებული საჭიროება:
შევასრულოთ სამართლებრივი ვალდებულებები;
დავიცვათ ჩვენი უფლებები და ქონება, იმიჯი და რეპუტაცია, უსაფრთხოება;
სერვისთან დაკავშირებით შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილების ან გამოძიების მიზნით;
მომხმარებლების, კონტრაქტორების ან/და საზოგადოების სხვა წევრების პირადი უსაფრთხოების დაცვა;
სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის დაცვის მიზნით;
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;.

მონაცემთა უსაფრთხოება

EVENTIKZ, წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე დაყრდნობით, ყველა შესაძლო ღონეს იხმარს პერსონალური მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოებისთვის, რათა არ მოხდეს მონაცემთა გადაცემა ისეთი ორგანიზაციისა თუ ქვეყნისათვის, რომლებიც არ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების სტანდარტებს.
ჩვენი სისტემები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. თქვენი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ გახსოვდეთ, ინტერნეტით ინფორმაციის გადაცემის და შენახვის არც ერთი მეთოდი არ არის 100% დაცული. მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენ ვცდილობთ ყველანაირი გზით მოვახდინოთ მათი დაცვა, აბსოლიტურ გარანტიას ვერ გავცემთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ერთად ჩვენმა მომხმარებლებმაც მიიღოთ უსაფრთხოების ზომები: არ გაამჟღავნოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან პაროლი. განაახლეთ პაროლი რეგულარულად. არ არის მიზანშეწონილი პაროლის შენახვა კომპიუტერში. 

მომსახურების მომწოდებლები

ჩვენ შეიძლება მივმართოთ მესამე პირებს, სხვადასხვა კომპანიებსა თუ კერძო პირებს ჩვენი სერვისების გამარტივებისა და გაუმჯობესების, ჩვენი სახელით სხვადასხვა მომსახურების განსახორციელების ან/და ჩვენი სერვისების გამოყენების ანალიზის მიზნით.

ასეთ შემთხვევაში, მსგავს მესამე პირებს, აქვთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებთან მხოლოდ ამ მიზნის შესასრულებლად და ვალდებულნი არიან არ გამოიყენონ მონაცემები სხვა მიზნებისთვის.

Google Analytics

Google Analytics არის Google-ის ვებ-ანალიზის სერვისი, რომელიც აღრიცხავს და ანალიზს უკეთებს ვებ-გვერდის ტრაფიკს. Google, შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მონიტორინგს და ანალიზს უწევს ჩვენი სერვისების გამოყენებას. ეს მონაცემები მიეწოდება Google სხვა სერვისებს. Google-მა შეიძლება გამოიყენოს შეგროვებული მონაცემები საკუთარი სარეკლამო მიზნებისათვის.

თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ Google-ის მიერ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. ამისთვის დააინსტალირეთ ბრაუზერის პლაგინი tools.google.com/dlpage/gaoptout.

Google-ის კონფიდენციალურობის პრაქტიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ Google-ის კონფიდენციალურობის და პირობების ვებ-გვერდს: https://policies.google.com/privacy?hl=en.  

ბმულები სხვა საიტებზე

ჩვენს ვებ-გვერდზე შესაძლებელია შეგხვდეთ სხვა ვებ-გვერდების ბმულები. როგორც კი დააწკაპებთ ასეთ ბმულს, თქვენ გადამისამართდებით მესამე პირის შესაბამის ვებ-გვერდზე, რომელთა ოპერირებასაც ჩვენ არ ვახორციელებთ. წინამდებარე პოლიტიკა ეხება მხოლოდ ჩვენს ვებ-გვერდს, შესაბამისად სხვა ვებ გვერდების გამოყენებისას, აუცილებლად გაეცანით მათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და შესაბამისად არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი მესამე მხარის ვებ-გვერდების შინაარსზე, მათ მომსახურებაზე, კონფიდენციალურობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე.

ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში

ჩვენ შეიძლება დროდადრო განვაახლოთ წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, რასაც დაუყოვნებილ განვათავსებთ ჩვენს ვებ-გვერდზე.

ცვლილებებისა და განახლებების შესახებ, ჩვენ მოვახდენთ ვებ-გვერდის მომხმარებლების ინფორმირებას ელ-ფოსტით ან სხვა სახის შეტყობინებით და განვაახლებთ ცვლიბებისა და დამატებების ძალაში შესვლის თარიღს წინამდებარე პოლიტიკის დასაწყისში.

გირჩევთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას. პოლიტიკა, ისევე როგორც ნებისმიერი ცვლილება და დამატება ძალაშია ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

კონტაქტი

ნებისმიერი საეჭვო გარემოების არსებობის, ჩვენი კომპანიის სახელით თქვენი პირადი მონაცემების მოთხოვნის, ჩვენი კომპანიის ყალბი ვებ-გვერდის აღმოჩენის ან წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესახებ კითხვებისა და კომენტარების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:




EVENTIKZ
Oniashvili Str. 34 | Second Floor | Georgia, Tbilisi
Tel: +995 32 233 60 60
website | Telegram | map | email
Facebook instagram