როგორ შევიძინოთ ბილეთი?

იმისათვის, რომ შევიძინოთ ბილეთი, პირველ რიგში უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ღონისძიება. გადავიდეთ ჩვენ მიერ შერჩეული ღონისძიების გვერდზე და ავირჩიოთ სასურველი თარიღი, დრო ან ბილეთის კატეგორია (შესაძლოა გახმოვანების ენა/კინოთეატრი). სასურველი პარამეტრების მონიშვნის შემდეგ, გაიხსნება ფანჯარა (არსებობის შემთხვევაში), სადაც შეგეძლებათ კონკრეტული ადგილის არჩევა ფასისა და კატეგორიის მიხედვით. იმისათვის, რომ მარტივად მოვახდინოთ ბილეთების კლასიფიცირება და არჩევა გავამარტივოთ, ბილეთების კატეგორიები გამოვყავით სხვადასხვა ფერით. თქვენს მიერ უკვე არჩეული ადგილი(ები)ს მონიშვნის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს „გაგრძელება“, რის შემდეგაც გადახვალთ „გადახდის” გვერდზე. გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი მონაცემები და მხოლოდ „Eventikz-ის წესებისა და პირობების“ დათანხმების შემდეგ შეგეძლებათ ტრანზაქციის განხორციელება. ასევე, ბილეთის შეძენა შესაძლებელია თქვენს ანგარიშზე არსებული ბალანსიდანაც ან დაგროვებული მონეტებით, რომელსაც „გადახდის” გვერდზე მიუთითებთ. გადახდის დადასტურების შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართსა და მობილურის ნომერზე მიიღებთ ელექტრონულ QR კოდირებულ ბილეთს. ბილეთის მოძიება თქვენი ანგარიშის პროფილში „შეკვეთების“ ველში გადასვლითაც შეგეძლებათ.

*გაითვალისწინეთ: ორგანიზატორის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბილეთის შეძენა შესაძლოა მხოლოდ ავტორიზებულმა მომხმარებლებმა შეძლონ, ამიტომ წინასწარ გაიარეთ რეგისტრაცია.