შესაძლებელია სხვისი პლასტიკური ბარათით ბილეთის შეძენა?

დიახ, არ არის აუცილებელი ბარათის მფლობელი თქვენ იყოთ.

შესაძლებელია სხვას რომ გავუზიარო/ვაჩუქო ჩემი ბილეთი?

დიახ, შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ ღონისძიებაზე დასასწრებად არ არის ბილეთის მფლობელის ვინაობა მოთხოვნილი.

შესაძლებელია თუ არა წინასწარ ადგილის დაჯავშნა?

არა, ჩვენს ვებ-გვერდზე წინასწარი ჯავშანი არ კეთდება. გარკვეულ ღონისძიებებზე, სასურველი ადგილის არჩევის დროს, მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში, თქვენს მიერ არჩეული ადგილები დარეზერვდება. სწორედ 5 წუთი გაქვთ იმისთვის, რომ სასურველი ბილეთი შეიძინოთ.

აუცილებელია ამობეჭდილი ბილეთით მოვიდეთ ღონისძიებაზე? 

ელექტრონული ბილეთის ამობეჭდვა არ არის აუცილებელი, ბილეთის წარდგენა მობილურის საშუალებითაც შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ ეკრანი არ უნდა იყოს დაზიანებული, რათა QR კოდის წაკითხვას არ შეექმნას პრობლემა. 

რომელი ბარათით არის შესაძლებელი საიტზე ბილეთის შეძენა?

ილეთის შეძენა შესაძლებელია ქართული ბანკების Visa/MasterCard ბარათებით. 

როგორ ვნახო ჩემს მიერ შეძენილი ბილეთი?

რეგისტრაციით შეძენილი ბილეთები შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენივე ანგარიშის ჩანართში - ,,ჩემი ბილეთები", ასევე ელ-ფოსტასა და ტელ. ნომერზე, რომელიც  რეგისტრაციისას მიუთითეთ. რეგისტრაციის გარეშე შეძენილი ბილეთების მოძებნა თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტასა და ტელ. ნომერზე შეგეძლებათ. 




EVENTIKZ
Oniashvili Str. 34 | Second Floor | Georgia, Tbilisi
Tel: +995 32 233 60 60
website | Telegram | map | email
Facebook instagram