მხოლოდ ერთი კაცი

date-icon 14 თებერვალი 2020 time-icon 20:00
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 90
პრემიერა: 12-12-2019
რეჟისორი: ნუგზარ ბაგრატიონი–გრუზინსკი
ავტორი: გურამ დოჩანაშვილი
მხატვარი: შოთა გლურჯიძე, ქეთევან კობახიძე
კომპოზიტორი: მარიკა ცერცვაძე, ჯიმშერ იაშვილი
ქორეოგრაფი: გოგა ოსეფაშვილი
რეჟისორის ასისტენტი: სოფო დანელია
მთ. როლში: საბა აბაშიძე, თემო გვალია, ანა მარია გურგენიშვილი, გუგა კახიანი, პაატა კიკვაძე, ანა მატუაშვილი, ცოტნე მეტონიძე, ნათია მეტრეველი, ანა ნიკოლაშილი, თორნიკე ქასრაშვილი, ნიკა წერედიანი, გივი წიქარიძე/ვაჟა მღებრიშვილი, თენგო წულაია
„მხოლოდ ერთი კაცი“ - სიყვარულში გაწბილებული, განდგომილი, მითოლოგიური გმირის ისტორიაა, რომელიც ეულად ებრძვის ყოველგვარ უსამართლობასა და სიბილწეს. მოთხრობას ლაიტ-მოტივად გასდევს გენიალური მსახიობის ანნა მანიანის ცხოვრების ეპიზოდები. მისი სიცოცხლის არსი - სამშობლოსა და ხელოვნების უსაზღვრო სიყვარული; პიროვნებამ არანაირ ვითარებაში არ უნდა დაკარგოს სიკეთისა სიყვარულისთვის ბრძოლის უნარი - „ყოვლად სასარგებლო დიდი სინიორა ანნა მანიანი... – სიყვარული არის!“ (გურამ დოჩანაშვილი.) სასცენო ვერსიაში ძველი მითოლოგიური საბერძნეთის ნაცვლად, მოქმედება გადმოტანილია დღევანდელ სინამდვილეში - ზღვის პირას მდგარ მიტოვებულ, ნახევრად დანგრეულ წყალში სახტომ კოშკურას მიდამოებში, ე.წ „ველურ პლიაჟზე“, სადაც ერთ დროს ელიტარული სანატორიუმი არსებობდა.