დედა კურაჟი

date-icon 16 თებერვალი 2020 time-icon 20:00
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 100
პრემიერა: 25-09-2018
რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე
ავტორი: ბერტოლტ ბრეხტი
მხატვარი: თეო კუხიანიძე
კომპოზიტორი: გიორგი ხოსიტაშვილი
ქორეოგრაფი: თიკო ქოიავა
რეჟისორის ასისტენტი: სოფო ორჯონიკიძე
მთ. როლში: ნინელი ჭანკვეტაძე, ზაზა მიქაშავიძე, პაატა ბარათაშვილი, მახო აბულაძე, გუგა კახიანი, გია აბესალაშვილი, ბექა ჯუმუტია, თემო გვალია, ეკა ანდრონიკაშვილი, ანა- მარია გურგენიშვილი, გაგი შენგელია, ილია ჭეიშვილი
როლში: საბა აბაშიძე, ანა ბანძელაძე, ანა ბერელაშვილი, გიორგი გიორგიძე, ირაკლი კერესელიძე, ანანო ლომიძე, ელისაბედ რუხაძე, კონსტანტინე ფოცხვერაშვილი, დონ ლუკა ხიმშიაშვილი
ბერტოლტ ბრეხტი პიესაში ასახავს კაცობრიობის ისტორიის განზოგადებულ ბოროტებას - ომს, (ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაშიც გვაქვს ეს გამოცდილება!) იმ უბრალო ადამიანების თვალით დანახულს, რომელთა ცხოვრება რადიკალურად იცვლება, რადგან ომი მუდამ სავსეა სისასტიკით, მოულოდნელობით, გმირული საქციელით და უაზრო სიკვდილით. მთავარი გმირი, დედა კურაჟი, გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს. იგი ომის ჯუნგლებში ბილიკის გაკვალვას ცდილობს. ამ რთულ გზაზე, სოციალური თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე დებულებები მისთვის სიმყარეს კარგავს. ის არის დედა, რომელიც იგემებს სიმწარეს, მაგრამ არასოდეს ჩავარდება უიმედობაში. .