Oscar And The Wolf

date-icon 12 ოქტომბერი 2019 time-icon 23:00
Early Bird ბილეთების რეალიზება დაიწყება 21 აგვისტოს, 12:00 საათზე, და იქნება შეზღუდული რაოდენობით, რომლის ამოწურვის შემდეგ დაიწყება პირველი კალათის გაყიდვა. 12 ოქტომბერს MONUMENT წარმოგიდგენთ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და პოპულარულ ბელგიურ ელექტრო-პოპ ბენდს Oscar And The Wolf.

მოღვაწეობის ოთხი წლის თავზე Oscar and the Wolf-ის პოპულარობა იმაზე მაღალია, ვიდრე ამას თავად ბენდის წევრები წარმოიდგენდნენ. ისეთი უკომპრომისო ვოკალით რომელიც Max Colombie-ს გააჩნია და იმ გარემოში სადაც სასიამოვნო R&B და ინდი ელექტრო იყრის თავს, შეუძლებელია Oscar and the Wolf-მა პირველივე მოსმენისას დიდი ჩთაბეჭდილებები არ დაგიტოვოს. პირველი ალბომი სახელწოდებით “Entity” 2014 წელს გამოვიდა, რომელმაც მაშინვე როგორც უამრავი კრიტიკოსის, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც მრავალი მსმენელის ყურადღება მიიქცია. სანამ მათი ალბომი მარტივად აგროვებდა პლატინურ ჯილდოებს, ბენდი უფრო და უფრო იზრდებოდა. ნებისმიერ არენაზე მათი ბილეთები სრულად იყიდებოდა. იქნებოდა ეს AFAS Live (8000 დამსწრე), თუ Sportpaleis (20000).
ამის შემდეგ მათ დაუკრეს ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა: Rock Werchter, Pukkelpop, Lowlands, Pinkpop, Arras Main Square, Montreux Jazz, Eurockéenes, Southside, Zürich Open Air, Sziget, Babylon Soundgarden და Hurricane festival. საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ 2016 წელს ბენდი დააჯილდოვეს European Border Breaker Award-ით.

Oscar & The Wolf-ი თბილისს პირველად შარშან MONUMENT-ის მასპინძლობით ეწვია და მსმენელს დაუვიწყარი შოუ შესთავაზა. ზუსტად ერთი წლის თავზე კი მსმენელის განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე MONUMENT კვლავ უმასპინძლებს ბელგიურ პოპ-ბენდს. Early Bird - 40₾ (შეზღუდული რაოდენობით) 
კალათა - 50₾
II კალათა - 60₾
III კალათა/კარზე - 70₾
ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე კონცერტი იქნება 16+
ლოკაცია მალე დაემატება 50
I კალათა
ბილეთის მაქსიმალური რაოდენობა : 10