Out Of Town Festival

date-icon 01 ივნისი 2019 time-icon 13:00

შაბათი, 1 ივნისი ლოკაცია : ნოდარ დუმბაძის #16 წყნეთი (ახალდაბა) https://goo.gl/maps/iu26EW8y9dtWgai59 Out Of Town Festival გთავაზობთ საზაფხულო ივენთების სერიებს. საზაფხულო განწყობის ასამაღლებლად კი ივენთები ''pool party''-ის სახეს მიიღებენ. სეზონს გახსნიან ცნობილი ქართველი არტისტები: Ika და Hatsvali / HTSVL ◉ Ika- იკა ბერძენიშვილი დივერსიფიცირებული გემოვნების და საინტერესო სელექციის უნარის მქონე დიჯეია. Ika-ს სეტები ყოველთვის განსაკუთრებულია - ის ხშირად გვერდს უვლის სტანდარტულ 4/4 რიტმს და მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ტრადიციების საუკეთესო ნიმუშებს უზიარებს. soundcloud.com/kidik ◉ Hatsvali / HTSVL- მსმენელისთვის კარგად ნაცნობი RotKraft-ის წევრის ლაშა მარგიანის სოლო პროექტია, რომელიც HOUSE ჟღერადობაზეა ორიენტირებული. მან საკმაოდ მოკლე დროში მოიპოვა პოპულარულობა ადგილობრივ სცენაზე. 2018 წლის იანვარში Hatsvali / HTSVL- მ სადებიუტო 12 ინჩიან ფირფიტა გამოსცა ლონდონურ ლეიბლ Kat Records-ზე, რომელზეც მუსიკას ასევე გამოსცემენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან: Greg Wilson, DJ Rahaan, Alkalino და ა.შ. soundcloud.com/htsvl deejay.de/Hatsvali_Bebe_KAT039_Vinyl__296575 ______________________________________ ▸ ბილეთების ოდენობა ლიმიტირებულია ▸ ბილეთების შეძენა ვებ-გვერდზე ხდება მოთხოვნის და ვერიფიკაციის გავლის შემდეგ ▸ ვერიფიცირებული მომხმარებლისთვის შესაძლებელია მაქსიმუმ 1 ბილეთის შეძენა ▸ კარზე მოქმედებს Face და Age კონტროლი ▸ ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ ბილეთები სახელობითია, ასე რომ შეძენილი ბილეთით მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ სარგებლობა. ▸ საერთო სივრცე (I კალათა)-10 ₾ ▸ საერთო სივრცე (II კალათა)-15 ₾ ▸ კარზე-20 ₾