თუ მონაცემებთან მუშაობა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს: DataFest Tbilisi ბრუნდება, ოღონდ, წელს კიდევ უფრო დიდი მასშტაბით!

 

DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წამყვანი ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალია. 2019 ფესტივალის მესამე წელია. ეს არის ადგილი, სადაც მონაცემთა მეცნიერები, ჟურნალისტები, მარკეტერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები, დეველოპერები და დიზაინერები სამი დღის განმავლობაში ერთად იკრიბებიან, რათა მოუსმინონ შთამაგონებელ გამოსვლებსა და ვორქშოფებს, გაიცნონ საინტერესო ადამიანები და უბრალოდ კარგი დრო გატარონ.

 

რა თემებზე ვისაუბრებთ წელს?

  • ამბის თხრობა მონაცემებით
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია
  • მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი
  • მონაცემები და ფინანსური ტექნოლოგიები (FinTech)
  • მონაცემები ბიზნესისა და მარკეტინგისთვის
  • მონაცემები და კიბერუსაფრთხოება
  • ღია მონაცემები და მონაცემებზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება
  • მონაცემები ადამიანის უფლებებისთვის
  • მონაცემთა სტარტაპები
  • მონაცემები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის (SDGs)
  • მონაცემები მედიცინასა და ჯანდაცვაში
  • მონაცემები გონიერი ქალაქებისთვის (Smart cities)

 

სპიკერებსაც მალე გამოვაცხადებთ და მზად იყავით დიდი სახელების მოსასმენად!

 

სად და როდის?

14-16 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ შენობაში.

ივენთი: https://www.facebook.com/events/884129948598778/ ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ForSet • ფორსეტი, Tbilisi Startup Bureau and MaxinAI.

ბილეთები

Regular Pass - 250 GEL/ 80 EUR/ 75 USD

  • სპიკერების ყველა გამოსვლაზე წვდომა
  • ვორქშოფებზე წვდომა
  • ღონისძიების AfterParty-ზე წვდომა

Full Access Pass - 440 GEL / 150 EUR / 135 USD

  • სპიკერების ყველა გამოსვლაზე წვდომა
  • ვორქშოფებზე წვდომა
  • ღონისძიების AfterParty-ზე წვდომა
  • მოსაწვევი სპიკერების სადილზე
  • მოსაწვევი VIP წვეულებაზე (სპეციალური ნეთვორქინგისთვის)
  • +1 პერსონის მოსაწვევი AfterParty-სთვის
  • DataFest Tbilisi-ის სასაჩუქრე ყუთი
  • წვდომა შერჩეულ სპიკერებთან და სტუმრებთან კითხვა-პასუხის სპეციალური სესიისთვის

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 250 - 440
Regular Pass
ბილეთის მაქსიმალური რაოდენობა : 10
Full Access Pass
ბილეთის მაქსიმალური რაოდენობა : 10