თბილისის ზოოპარკი

ეწვიეთ თბილისის ზოოპარკს, იქ თქვენ დაგხვდებათ 200-მდე სახეობის 800-ზე მეტი ცხოველი, მათ შორის იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობები, რომლებიც ბუნებაში მცირე რაოდენობითღა არიან დარჩენილნი.

თბილისის
ზოოპარკი დედაქალაქის ყველაზე ეგზოტიკური და საინტერესო პარკია. აქ შესაძლებლობა გაქვთ მოინახულოთ როგორც ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბინადარი ცხოველები. მრავალფეროვანია ზოოპარკის ფრინველების კოლექციაც . განახლებულ ეგზოტარიუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფერად-ფერადი თევზები, შხამიანი და მახრჩობელა გველები და სხვა რეპტილიები.

ზოოპარკი მუშაობს ყოველდღე, უქმეების ჩათვლით.

სამუშაო საათები:

1 მარტიდან        1 მაისამდე:                 10:00-დან 19:00 საათამდე
1
მაისიდან         1 ივნისამდე:               10:00-დან 20:00 საათამდე.
1
ივნისიდან       20 აგვისტომდე:         10:00-დან 21:00 საათამდე.
20
აგვისტოდან  1 ოქტომბრამდე:        10:00-დან 20:00 საათამდე.
1
ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე:         10:00-დან 19:00 საათამდე.
1
დეკემბრიდან  1 მარტამდე:                 10:00-დან 18:00 საათამდე.

შესვლის საფასური:

3
წლამდე ბავშვებისთვის ზოოპარკში შესვლა უფასოა
3-დან 12 წლამდე   – 1 ლარი.
12 წლიდან ზევით – 2 ლარი

ტარიფები
იგივეა ეგზოტარიუმისთვისაც.

სოციალურად დაუცველებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ზოოპარკში შემოსვლა უფასოა (აუცილებელია შესაბამისი ბარათის წარმოდგენა).

თბილისის ზოოპარკი 1 - 2
ზრდასრული (12 წელს ზემოთ)
ბილეთის მაქსიმალური რაოდენობა : 10
საბავშვო (3-დან 12 წლამდე)
ბილეთის მაქსიმალური რაოდენობა : 10